ავთანდილ ყურაშვილი - პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი

 

ნაწილი 1 | ნაწილი 2 | ნაწილი 3

 

ტელეკომპანია "რიონი"-ს გადაცემა   "საუბრები ლიტერატურაზე"

 

ბიოგრაფია


 ავთანდილ ყურაშვილი დაიბადა 1943 წლის 24 აპრილს.

 

1961 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი.

1971 წელს კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი.

წლების განმავლობაში მუშაობდა მშენებლობაზე, საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნებში, სკოლაში – მასწავლებლად, გაზეთის რედაქციაში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ქალაქის აღმასკომის კულტურის განყოფილებაში.1975 წელს, ქუთაისში „განთიადის“ გამოსვლასთან დაკავშირებით, დაინიშნა ჟურნალის პასუხისმგებელ მდივნად;

1988 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილეა, 1992 წელს კი ამავე ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდა.

მისი ლექსების პირველი კრებული „სინათლის ნაპირი“ გამოვიდა 1976 წელს.

მას შემდეგ კი გამოიცა არაერთი პოეტური კრებული; მოთხრობები, რომანი „ცდომილთა დღესასწაული“, თარგმნა რუსი მწერლის ვლადიმირ უსპენსკის ხუთწიგნიანი  რომანი „ბელადის საიდუმლო მრჩეველი“, ელვირა გორიუხინას აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი წიგნი „ნუ დაგვაშორებ ჩვენ ღმერთო, ნუ დაგვაშორებ“.  მისი პუბლიცისტური, კრიტიკული და სოციოლოგიური ხასიათის წერილები ხშირად იბეჭდება პერიოდულ პრესაში. იყო საქალაქო საბჭოს მრავალგზის მოწვევის დეპუტატი, წლებით ხელმძღვანელობდა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას. დაჯილდოებულია გიორგი ლეონიძის (პოეზიაში) და დავით კლდიაშვილის (პროზაში) ლიტერატურული  პრემიებით.

 

ლექსები


 აქ შეგიძლიათ ნახოთ ავთანდილ ყურაშვილის ლექსთა კრებული PDF ფორმატში 7 ნაწილად:
  ლექსების კრებული 1 გადმოწერა
   
ლექსების კრებული 2 გადმოწერა
   
  ლექსების კრებული 3 გადმოწერა
     
  ლექსების კრებული 4 გადმოწერა
     
  ლექსების კრებული 5 გადმოწერა
     
  ლექსების კრებული 6 გადმოწერა
     
  ლექსების კრებული 7 გადმოწერა
     
       

წიგნები


აქ შეგიძლიათ ნახოთ ავთანდილ ყურაშვილის რომანის "ცდომილთა დღესასწაულის"  PDF ფორმატი. 

 

  ნაწილი პირველი გადმოწერა
   
ნაწილი მეორე გადმოწერა
   
   

კონტაქტი


საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისის მე-4ჩიხი N6, ქუთაისი, საქართველო

Tel: +995(99) 13 52 02

       +995(231)  4 61 95
E-Mail: beka198080@mail.ru
 

წერილის გაგზავნა: